Poem Illustration

•ქოლგის ქვეშ

და ვითარც ქოლგის ქვეშ , დგანან აჩრდილები. დგანან იწვიან ყოჩივარდთ სურნელით. წვიმის წვეთს თავისი ხიბლი დაკრავს, ხიბლი გონებიდან წარუშლელი. იმზირის გოგონა წელხელ მოხვეული, ტუჩებით დაუმალავს ღიმილის ოხვრა. ქოლგა თავზე ადგათ, ისედაც სველებს. თავს აფარებენ ტუჩების კოცნას. განა არ სველდებინ, ან კიდე არ ცივათ?! ტანთ შემოუეკრათ ორივეს ტილო, თუმც ტუჩის აჩრდილებს ვეღარსად გაურბიან, კოცნიან, კოცნიან მისსავე აჩრდილებს. და ვითარც წვიმაში სველდება ეს წყვილი, ტუჩებიც კოცნების სურნელით სველია. (მე ველოდები წვიმის გადაღებას) წყვილი კი აგრძელებს კოცნების სერიას. დგას წყვილი უძრავად მაგრამ გამალებით, მეტად აწეული გოგონა ცერზე. წყვილს ალბათ ამ წამად სახეც კი უმღერის, ტუჩები ტუჩები ცეკვავენ დღემდეს. წვიმა, წვიმს იმგვარი გამალებით , რომ წყვილი არ აპირებს დაშლას. და ვითარც ქოლგის ქვეშ დგანან აჩრდილები ვეროდეს დასცილდებიან ალბათ...